ჭკვიანურია გყავდეს თუ არა საქართველო NATO-ს წევრად? არა, არ არის - გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსანი

გამოქვეყნდა:

გერმანიის საზღავაო ძალების უფროსის, ქეი-აქიმ შამბახის თქმით, საქართველო NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა მისი ალიანსში გაწევრიანება "ჭკვიანური არ არის".

 "უკრაინა ვერ აკმაყოფილებს NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნებს, რადგან ის ოკუპირებულია დონბასის რეგიონში რუსული არმიის, ან რასაც ისინი უწოდებენ, სეპარატისტების მიერ. საქართველო მზად არის გახდეს NATO-ს წევრი, ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მაგრამ ჭკვიანურია გყავდეს თუ არა ისინი წევრად? არა, არ არის"- თქვა ქეი-აქიმ შონბახმა.

გერმანელი მაღალჩინოსნის განცხადებებზე სტატია გამოქვეყნდა გერმანულ გამოცემა BILD-ში. სტატიაში საუბარი გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პოზიციასაც შეეხო. მინისტრის თქმით, შამბახის განცხადება გერმანიის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს.

"განცხადებები შინაარსობრივად და სიტყვების არჩევანით არანაირად არ შეესაბამება ფედერალური თავდაცვის სამინისტროს პოზიციას",- თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი