გამქრალი კადრები მიხეილ სააკაშვილის საქმეში - ნიკა გვარამია, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში დეტალურად საუბრობს იმ ვიდეომასალაზე, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გუშინ გაეცნო.
საუბარია რუსთავის ციხიდან გლდანში, მიხეილ სააკაშვილის მოტყუებითა და ძალადობით გადაყვანაზე. მასალას 6 წუთ-ნახევარი აკლია.
"ჩვენ ვხედავთ როგორ შემოდის სასწრაფო გლდანის ციხის ტერიტორიიდან, ეს არის გარე კამერის კადრები, რომელსაც ხმა არ აქვს, ვხედავთ მერე როგორ დგება სასწრაფო გლდანის მე-18 დაწესებულებასთან, მერე ვხედავთ, რომ იღება კარი და მიმდინარეობს უკვე სატელეფონო ვიდეოჩანაწერი, რომელიც ნაწილი გამოგვიქვეყნა პენიტენციურმა დაწესებულებამ.
სრულია ეს ჩანაწერი, რასაც ჩვენ ვუყურებთ, 16 წუთი გრძელდება, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ ეს სად მომიყვანეთ, რატომ მომატყუეთ, ეს არ არის ის დაწესებულება, ხო მითხარით რომ სხვაგან მივდიოდით? დასტურდება, რომ ის მოტყუებულია. არ გადმოდის და იძახის რომ მე ჩემი ნებით აქედან არ გადმოვალ, თქვენ არღვევთ ყველა კონვენციას და საქართველოს კანონმდებლობას." ამბობს ნიკა გვარამია.
მისი თქმით, ვიდეომასალაში ჩანს და ისმის, როგორ ეუბნება მიხელ სააკაშვილს დაწესებულების ხელმძღვანელი ცხვარიაშვილი, რომ ის იქ დროებითაა მიყვანილი და ანალიზების გაკეთების შემდგ, უკან დააბრუნებენ, თუმცა მესამე პრეზიდენტი მაინც არ თანხმდება სასწრაფოდან გადავლას. ამის შემდეგ კი ნიკა გვარამიას თქმით, იწყება ე.წ. შუმოკი, რომელიც ორგანიზებულია და კამათში ერთვება გიორგი გიორგაძეც, რომელმაც მესამე პრეზიდენტს ნიშნის მოგებით მიმართა:
"ერთვება გიორგაძე, რომელიც შენობით ელაპარაკება სააკაშვილს, რომელიც ეუბნება მძიმე ტექსტებს და მერე ეუბნება სააკაშვილი, რომ ეს ყველაფერი ჩემი აშენებულა და რატომ მელაპარაკები ამ ტონალობაში, ვის უბედავ საერთოდ და უნდა ითქვას, რომ სააკაშვილი ძალიან კარგად ჩანს ამ კარებში, ის იცავს თავს ყვავ- ყორნებისგან და ის [გიორგაძე] პასუხობს ცინიკურად, რომ შენი აშენებული თუა იმიტომაა ეს ხალხი რომ ასე გიყვირის. ამაზე სააკაშვილს ასევე აქვს ემოცია და მერე უცებ ითიშება კამერა და არის შიდა კამერა, რომელიც ხმოვანს იწერს ამ ყველაფერს." ამბობს ნიკა გვარამია
მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ინფორმაციით, კადრებში კარგად ჩანს ექიმებიც, რომელებიც არათუ ხელს უშლიან პაციენტის მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას, არამედ აკვირდებიან არაადამიანურ მოპყრობას მოშიმშილე ადამიანის მიმართ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ისედაც მძიმეა.
6 წუთ-ნახევარი შიდა კამერიდან ჩვენ დაკარგული გვაქვს. გრძელდება უკვე გარე კამერის ჩანაწერი, სადაც ხმა არ არის - ამბობს ნიკა გვარამია.
მისივე ინფორმაციით, სასწრაფოს მანქანიდან ძალით გადათრევის შემდეგ, უკვე ჩანს დაახლებით 8 ადამინს, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც, როგორ შეჰყავთ ის დაწესებულების შიგნით:
"ხდიან მას ზედა ტანს, თავზე აქვთ გადაფარებული ტანსაცმელი, რამდენიმე ადამიანი მოდის, მერე გვაქვს ეს კადრები შიგნიდან. მერე გვაქვს კადრები როგორ შეყავთ ლიფტში და არის იზოლირებული და ისევ თავზე ახურავს ყველაფერი და წევს ლიფტში. როგორც ჩვენ ვხედავთ ის კარგავს წინააღმდეგობის გაწევის უნარს...მერე გამოჰყავთ ლიფტიდან და შეყავთ პალატაში, სადაც ცოტა ხანი ზის საწოლზე და მოდის გონზე" ამბობს გვარამია
ამ ყველაფრის პარალელურად, გლდანის ციხის ტერიტრიაზე, ნიკა გვარამიას თქმით, არ წყდება შუმოკი და მძიმე ტექსტები მესამე პრეზიდენტის მისამართით და ამ ყველაფერს მასაც ასმენინებენ.
ნიკა გვარამიას თქმით, ამ ქმედებით სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის წინააღდეგ დაარღვია როგორც ევროპული კონვენცია, ისე შიდა კანონმდებლობა.
გარდა ამისა, ადვოკატები ითხოვენ გორის სამხედრო ჰოსპიტალის ჩანაწერებსაც, სადაც ე.წ. საათის ეპიზოდი აინტერესებთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები.