
მოსკოვი დიდ ბრიტანეთს "პროვოკაციული განცხადებების" გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
საუბარია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, კრემლი უკრაინაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს.
"ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები, ანგლო-საქსების მეთაურობით, უკრაინის ირგვლივ ვითარებას ამძაფრებენ. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, უაზრობის გავრცელება და კონცენტრირდეს თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლაზე", - თქვა სერგეი ლავროვმა.
ცნობისთვის, უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. საზღვართან ასობით ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.