სახ. დეპმა უარყო ინფორმაცია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ევაკუაციის გეგმის შესახებ - VOA

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა უარყო ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კიევში აშშ-ს საელჩომ, ევაკუაციისთვის სახ. დეპს მიმართა.

ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს. მათთან ინტერვიუში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ევაკუაციის შესახებ ბრძანება არ მიუღიათ.

გამოცემა სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევისთვის აშშ გეგმის შემუშავების პროცესშია. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამერიკის მოქალაქეები უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ გაფრთხილებულები არიან.

ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ კიევში აშშ-ს საელჩომ, ევაკუაციისთვის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, გუშინ, 21 იანვარს, CNN-მა გაავრცელა. მათი ცნობით, აშშ-მ უკრაინას უკვე აცნობა, რომ ევაკუაცია, "სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაიწყება".

უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. საზღვართან ასობით ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი