საქართველოს დუმილი დასავლელ პარტნიორებს კითხვებს უჩენს - "პოსტ ფაქტუმის" ექსკლუზიური ინტერვიუ ალექსანდრ ვერშბოუსთან

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლების დუმილი ძალიან აფიქრებთ დასავლეთშიც. ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუ პოსტ ფაქტუმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პირდაპირ აცხადებს, რომ ეს პასიურობა და დუმილი ახლა ძალიან ბევრ კითხვას უჩენს დასავლელ პარტნიორებს.  მითუმეტეს, რომ უკრაინის და საქართველოს პრობლემები თითქმის იდენტურია.

აშშ-მა უკრაინას ბოლო კვირების განმავლობაში მილიარდზე მეტი ღირებულების შეიარაღება მიაწოდა. უკვე ხვალიდან კი კიევიდან ამერიკელი დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაცია იწყება. 

როგორ აფასებენ ვაშინგტონიდან უკრაინაში შექმნილ ვითარებას და რატომ სჭრით ყურს ჩვენს მეგობრებს ჩვენი ხელისუფლების დუმილი - დემნა დევდარიანის რეპორტაჟი  კაპიტოლიუმის ბორცვიდან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი