კრიზისი, რომლის მსგავსიც მსოფლიოს 60-იან წლების შემდეგ არ ახსოვს - ნატო vs რუსეთი

გამოქვეყნდა:

კრიზისი, რომლის მსგავსიც მსოფლიოს 60-იან წლების კარიბის კრიზისის შემდეგ აღარ ახსოვს. დღეს ნატოს წევრი სახელმწიფოები კიევს  მილიარდობით დოლარის შეიარაღებას აწვდიან. უკრაინის საზღვართან მობილიზებული 130 000 რუსი ჯარისკაცი კი დროის მოკლე პერიოდში შეუძლია გადავიდეს მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, პატარა მწვანე კაცუნად გადაიქცეს და კიევში მარიონეტი ხელისუფლება დააყენოს.

2022 წლის პირველი სამუშაო კვირა დიდი დიპლომატიის კვირა იყო, რომელიც რუსეთის ფიასკოდ შეფასდა. ბრიუსელში - ნატოს, ვენაში ეუთოს და ჟენევაში დასავლელ დიპლომატებს კრემლის წარმომადგენლები ხვდებოდნენ.

მოლაპარაკებების ფორმალური თემა ვლადიმერ პუტინის დეკემბრის ულტიმატუმი გახლდათ.

მოთხოვნებს შორის ყველაზე ამბიციური მაინც ის იყო, რომ კრემლმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს იურიდიული გარანტიები მოთხოვა, რომ ნატომ უარი თქვას გაფართოებაზე, ასევე მოითხოვა ნატოს ქვეყნების ჯარები 1997 წლის პოზიციებს დაუბრუნდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი