7 ნოემბრის საქმე საქალაქო სასამართლოში - სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება

გამოქვეყნდა:

დღეს, 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. 7 ნოემბრის საქმეზე სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება. 

პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატების თქმით, შუამდგომლობებით დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ბექა ბასილაიას თქმით, ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს და ბრალდება ფასლიფიცირებულ, ირიბ, ერთმანეთთან შეუთავსებელ მასალებზეა დამყარებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი