შესაძლებელია, ევროპაში პანდემია დასასრულისკენ მიდის - ჰანს კლუგე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის, ჰანს კლუგეს თქმით, ომიკრონის ვარიანტი პანდემიის ახალ ფაზაში გადავიდა და შეიძლება ევროპაში დასრულდეს.

"შესაძლებელია, რეგიონი პანდემიის ერთგვარი დასასრულისკენ მიდის",- თქვა კლუგემ AFP-სთან ინტერვიუში.

მისივე ვარაუდით, მას შემდეგ რაც ომიკრონის ტალღა ჩაივლის, თვეების განმავლობაში გლობალური იმუნიტეტი იარსებებს, რომელიც ადამიანებს აცრისგან ან ინფექციის გადატანისგან გამოუმუშავდებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი