მიხეილ სააკაშვილი ს​თხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გაასაჯაროოს უწყვეტ რეჟიმში, გატაცების და გადაყვანის კადრები - ეკა ხერხეულიძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა. მან კიდევ ერთხელ გაახმოვანა მესამე პრეზიდენტის პოზიცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა გაასაჯაროოს რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანის უწყვეტი კადრები.

"მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ ასეთი, ის პირველი დღიდან, მანამ სანამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იტყოდა, რომ ეს მასალა მას აქვს, ითხოვდა ამ კადრების გასაჯაროებას, უცვლელი რჩება მისი პოზიცია, სთხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გაასაჯაროვონ ეს კადრები და საზოგადოებამ ნახოს უწყვეტ რეჟიმში გადაყვანის და გატაცების კადრები, ვინაიდან, ის მოკლე ფრაგმენტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა, თავისთავად იყო ძალიან მძიმე, მაგრამ რეალობას მთლიანად არ ასახავს", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.

აღნიშნულის შესახებ თოლორაიას უწყებას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმაც მოუწოდეს. განცხადება ნიკა გვარამიამ შაბათს, "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

 ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი