"უმორჩილესად გთხოვთ, დავით ჩხარტიშვილის კანდიდატურა ხელახლა განიხილოთ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე" - გორის თეატრის მსახიობები და თანამშრომლები კულტურის მინისტრს მიმართავენ.
ჩხარტიშვილი თანამშრომლებს დღეს ფეისბუქ პოსტით გამოემშვიდობა.
როგორც კულტურის სამინისტროს განცხადებიდან დღეს გახდა ცნობილი, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევის მიზნით კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, ამიტომ თეატრში ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი დღეს ხელახლა ცხადდება.