"მნიშვნელოვანია, ეს მასალები გამოქვეყნდეს... არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და სააკაშვილის თანხმობა... ვერ ვხვდები, რა აყოვნებს ინსპექტორს" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მნიშვნელოვანია, ეს მასალები გამოქვეყნდეს... არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და სააკაშვილის თანხმობა... ვერ ვხვდები, რა აყოვნებს ინსპექტორს" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია საუბრობს. 

მნიშვნელოვანია და თავად სააკაშვილიც აცხადებს თანხმობასაც და მისთვისაც ამ საკითხის მნიშვნელოვნებაზე, რომ გამოქვეყნდეს ეს მასალები - მარშრუტი აიწყოს მთლიანად, შემოსვლა, მერე მანქანის დაყენება, მერე შიდა კადრები, მერე გადმოყვანის კადრები და მთელი ამ კლინიკის მარშრუტზე მისი ტარება, ვიდრე პალატაში შეიყვანენ და მერე პალატის კადრებიც. ეს თავისუფლად შეიძლება აიწყოს. იქ არის უწყვეტი ვიდეოებიც და რაც შეეხება 6-წუთიან ჭრას, რაზეც არის ექსპერტიზა გაგზავნილი, ჩვენ ასეთი დასკვნა უკვე გავაკეთეთ. მაგრამ ამას ახლა არსებითი მნიშნელობა არ აქვს.

რაც არსებობს, ისიც სავსებით საკმარისია დასკვნების გასაკეთებლად - ა) ამაზე არსებობს ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი, ბ) ამაზე არსებობს სააკაშვილის თანხმობა. მე ვერ ვხვდები, რა აყოვნებს სახელმწიფო ინსპექტორს ამ მასალების გამოქვეყნებისგან და მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზაა დანიშნული და... ექსპერტიზა მაშინ გასცემს პასუხს, როცა უნდა. მაშინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სავარაუდოდ არც იარსებებს და შანსს დაკვარგავთ, რომ ეს მასალა გამოქვეყნდეს, - ამბობს ნიკა გვარამია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი