
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უნდა შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი საქართველოსთან და მოლდოვასთან. მისი თქმით, შიდა დემოკრატიული ინსტიტუტები გარე სფრთხეების წინააღმდეგაა მნიშვნელოვანი.
"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი სხვა პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოსა და მოლდოვასთან და გავაგრძელოთ გზავნილის გადაცემა, რომ შიდა მდგრადობის გაძლიერება - რომელიც დაფუძნებულია ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე - მნიშვნელოვანია მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად გარე საფრთხეების წინააღმდეგ. ამისთვის ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას გააგრძელოს მუშაობა მიმდინარე რეფორმებზე.
და ბოლოს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ერთნი ვართ ჩვენს პოზიციაში. ჩვენი ერთიანობა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაა", - თქვა ბორელმა.
მისივე განცხადებით, ევროკავშირი აძლიერებს მუშაობას უკრაინაში ევროკავშირის სახმედრო მომზადების დამხმრე მისიის იდეაზე სამხედრო განათლების რეფორმის მიზნით. გარდა ამისა, ევროკვშირი 31 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის არმიის დასახმარებლად.