სააკაშვილზე ძალადობის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთის ვიდეო მასალა საქმეში არ არის - ადვოკატები

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები აცხადებენ, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანის "დამალული კადრები" შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ღირსების შელახვის საქმეში მთავარი მტკიცებულება გახდეს.

მათი ინფორმაციით, გავრცელებული კადრები დამონტაჟებულია და პენიტენციურს მასალიდან 6 წუთ-ნახევარი გამქრალი აქვს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი სააკაშვილზე ძალადობის, არაადამიანური მოპყრობისა და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის საქმის მასალებში ფიზიკურად არ არის. დაკარგულია დაახლოებით ექვს წუთ-ნახევარი ხანგრძლივობის ვიდეო მასალა, რომელიც ან არ გადაღებულა, ან გადაღებული იყო და მერე წაიღალა, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს იუსტიციის სამინისტრომ არ მისცა. მიუხედავად ამისა, ჩვენს მიერ ნანახი მასალები ცალსახად მიუთითებს მაღალჩინოსანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ადვოკატ, შოთა თუთბერიძის განცხადებით, კადრების გამოუქვეყნებლობა, მის გადაცემაზე უარის თქმა არის მტკიცებულება სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი