
ამერიკის პრეზიდენტმა ევროპის ლიდერებთან უკრაინაში შექმნილი დაძაბული ვითარება განიხილა. ჯო ბაიდენი ვიდეოზარით გაესაუბრა ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, ნატოს გენერალურ მდივანს, საფრანგეთის და პოლონეთის პრეზიდენტებს, გერმანიის კანცლერს, ასევე იტალიისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებ.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის მობილიზების გამო.
"ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს არსებული დაძაბულობის დიპლომატიური გადაწყვეტის საერთო სურვილი და განიხილეს რუსეთთან ბოლოდროინდელი ურთიერთობები მრავალ ფორმატში. ლიდერებმა ასევე განიხილეს ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად, მათ შორის მზადება რუსეთისთვის ასეთი ქმედებებისთვის მასიური შედეგებისა და მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის, ასევე ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად", - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. საზღვართან ასობით ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული, ქვეყანა შეჭრისთვის ემზადება.