
"სიტუაცია აღმოსავლეთში კონტორლის ქვეშაა, პანიკის საფუძველი არ არსებობს" - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.
"ხელისუფლება მუშაობს სრული დეესკალაციისთვის. ჩვენ ვართ პარტნიორებთან, დიპლომატებთან და რაც მთავარია ჩვენს სამხედროებთან. ისინი ჩვენთვის საუკეთესოები არიან, ისინი გვიცავენ და ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი, შევინარჩუნოთ სიმშვიდე... აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. არ არის საჭირო პანიკა", - თქვა ზელენსკიმ.
მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემაც. მისი განცხადებით, არსებული ვითარება ნათელია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.