ვარკეთილში, სარეკრეაციო ზონაში კორპუსი ნებართვის გარეშე ააშენეს - ხაბეიშვილი გამოძიების დაწყებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვლმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, სარეკრეაციო ზონაში რვასართულიანი კორპუსი ნებართვის გარეშე შენდება.

ხაბეიშვილის განცხადებით, კორპუსი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ და მისმა ბიზნეს პარტნიორმა ააშენა, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მერიის დოკუმენტებში მიწა სარეკრეაციო ზონადაა მონიშნული, შესაბამისად იქ მხოლოდ ბულვარის ან სკვერის გაკეთება იყო შესაძლებელი.

"გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა, პირველი მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის დასჯა, პროკურატურას მოვუწოდებ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება. მეორე, კახი კალაძის მინიმუმ დაკითხვა ამ საქმეში, როგორ მოხდა რომ მისმა სამსახურებმა, ვერცერთმა "ვერ აღმოაჩინა" 8-სართულიანი კორპუსი, დაბრმავდნენ... მესამე საკითხი არის თეა წულუკიანი, სამშენებლო ნებართვის გარეშე იუსიტიის სახლს არ აქვს უფლება ადამიანებს დაურეგისტრიროს ქონება და ფართები", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

მისი განცხადებით, პირადად აპირებს პროკურატურას მიმართოს, რათა ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი