საბჭოს მივმართავთ წინადადებით, თებერვლიდან უსიმპტომო პირების ტესტირება შევაჩეროთ - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ წინადადებით, თებერვლიდან, დროებით, უსიმპტომო პირების ტესტირება შეჩერდეს. 

მისი თქმით, "ომიკრონის" ცირკულაცია ისეთი დონისაა, რომ სიმპტომების შემთხვევაში უმჯობესია ყველა იზოლაციაში თავად გადავიდეს.

"მივმართავ მოსახლეობას და ვთხოვ, უსიმპტომო ადამიანების ამ ეტაპზე ტესტირებას და კონტაქტებს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ნუ გადავტვირთავ ამით ლაბორატორიებს. იცით როგორი რიგებია ლაბორატორიებთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე, უსიმპტომო ადამიანი, თუ ის არის კონტაქტირებული 8 დღე უნდა ბრძანდებოდეთ სახლში.

საბჭოზე დღეს შევედით წინადადებით, რომ პირველი თებერვლიდან, დროებით, უსიმპტომო, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდი", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, სურთ ძირითადად სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირებაზე გადაერთონ, როგორც სწრაფი ისე PCR ტესტებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი