რუსეთის პრეზიდენტის ადგილას, დიდი ხნის წინ ავიღებდი უკრაინას - კადიროვი

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, ის რომ რუსეთის პრეზიდენტის ადგილას იყოს "უკრაინას დიდი ხნის წინ აიღებდა, იქ ჯარს გაგზავნიდა და საქმეს მოაწესრიგებდა".

ამ თემაზე მან Instagram-ის პირდაპირ ეთერში, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ილაპარაკა.

"ახლა გამოიგონეს უკრაინა. და რა რუსეთმა გზა უნდა დაუთმოს დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც უკრაინასა და ამერიკას შორის 9 ათასი კილომეტრის მანძილზეა? ამერიკა იცავს უკრაინის ინტერესებს, ხოლო უკრაინისთვის უახლოესი მეზობელი რუსეთია, ესენი არიან სლავური ხალხები", - განაცხადა კადიროვმა.

კადიროვის აზრით, ამერიკას არაფერი კარგი არ სურს უკრაინისთვის და ის მხოლოდ რუსეთის საზღვართან ახალი ბაზის შესაქმნელად სჭირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი