პოლიციელის მხრიდან ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვან შშმ პირს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. 17 წლის მოზარდის დედა ამბობს, რომ მისი შვილი იყო ნაცემი და დაზიანებული აქვს თვალი:
"ხელი გადაუგრიხეს და შეიყვანეს განყოფილებაში და იქ სცემდნენ, თვალი ჰქონდა დასიებული, გალურჯებული აქვს. დღეს პოლიციამ წაიყვანა ექსპერტიზაზე. არაფერი ჩვენ არ დაგვიშავებიაო, იქ არ ვამტვრევდით, არაფერს ვაკეთებდით, არაფერი დაგვიშავებიაო.
ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო. არაფრის გამო დამიჭირა პოლიციამო, ჩემი ამხანაგები გაიქცნენ მე დავრჩი, შემიყვანეს და მცემესო", - ყვება ბაშვის მამა, არმაზ ამბარცუნოვი.
მოზარდი სამედიცინო ექსპერტიზაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გადაიყვანა. მის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
ცნობისთვის, 23 იანვარს მეტრო სადგურ "ისანში" პოლიციელმა შშმ პირს სცემა, ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა მედიაში გავრცელდა. ვიდეოში ისმის როგორ ეუბნება პოლიციელს მოზარდის მეგობარი, რომ ის ყრუ-მუნჯია და არ ესმის, პოლიციელი კი ეუბნება "რომ ავალაპარაკო ახლა?".
დღეს, 25 იანვარს მომხდარზე 2 პოლიციელი დააკავეს, ისინი თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ნუგზარ ბაქრაძე და კახაბერ ბაკაშვილი არიან.
ამავე თემაზე: