ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ უკრაინის ადგილი NATO-ში არ არის, პრემიერი ბოდიშს იხდის

გამოქვეყნდა:

ხორვატიის პრემიერმინისტრმა, ანდრეი პლენკოვმა უკრაინასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიში მოიხადა.

25 იანვარს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-ში არაა და ესკალაციის შემთხვევაში ხორვატია მოვლენებს მაქსიმალურად ჩამოშორდება. გარდა ამისა პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინა ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად რჩება.

"მისი განცხადება უკრაინაში კორუფციის შესახებ არ არის ჩვენი პოზიცია, მე მთავრობის სახელით ბოდიშს ვუხდი უკრაინელებს", - დაწერა პრემიერმა.

პრემიერმა, ასევე, აღნიშნა, რომ ხორვატიას უკრაინაში სამხედროები არ ჰყავს და მისთვის უცნობია, რომელი სამხედროები გამოჰყავს პრეზიდენტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი