უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდით - სამნიძე

გამოქვეყნდა:

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მისაღებად საპარლამენტო ჯგუფებისა და პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, ხელისუფლება და ოპოზიცია პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" არის საკმაოდ ფრთხილი როგორც პროცესში, ასევე ტექსტის ფორმულირებაში.

"ძირითად საკითხებზე შევთანხმდით. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ეს იყოს ერთობლივი [რეზოლუცია]. შევთანხმდით პრინციპულ საკითხებზე. დილიდან ისმის შეკითხვა არის თუ არა რუსეთი ნახსენები და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ კი, რუსეთი ნახსენებია და მისი აგრესია ნახსენებია ამ რეზოლუციაში", - თქვა ხათუნა სამნიძემ. 

მისი თქმით, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანმხდება, რომ მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინის სუვერენიტეტსა და თავისუფალ არჩევანს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი