გორის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიდან გადაყვანის ამსახველი კადრების წაშლის "საქმის კურსში არის". ის ადასტურებს, რომ ამჟამად ჰოსპიტალის დირექტორი აღარ არის და ამბობს, რომ იმ პერიოდში, შვებულებაში იყო.
შეგახსენებთ, წაშლილი კადრების შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
მალხაზ ურთმელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით "მთავარმა არხმა" რეპორტაჟი რამდენიმე დღის წინ მოამზადა, თუმცა ის მაშინ უარყოფდა ამ ინფორმაციას