გორის ჰოსპიტალში ე.წ. საათის ინციდენტი წაშლილია სათვალთვალო კამერებიდან - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გორის ჰოსპიტალში, ე.წ. საათის ინციდენტი, სათვალთვალ კამერებიდან წაშლილია:

"გორის ჰოსპიტალში ე.წ. საათის ინციდენტი წაშლილია სათვალთვალო კამერებიდან. პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ თვითონაც აქვს ეს ინციდენტი გადაღებული, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის მიმართვის მიუხედავად, ამ კადრებს არ იძლევა. ჩვენი საფუძვლიანი ეჭვით, იქაც "წაიშლება" ან აღმოჩნდება, რომ "შეეშალათ" და არ აქვთ გადაღებული." წერს ნიკა გვარამია

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ეცნობიან ვიდეოჩანაწერის თითქმის სრულ ვერსიას. საუბარია რუსთავის ციხიდან გლდანში მოტყუებითა და ძალადობით გადაყვანაზე. მათივე თქმით, ჩანაწერებს აკლია 6 წუთი.

გარდა გლდანისა, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები დაინტერესებული იყვნენ სწორედ გორში, ე.წ. საათის ინციდენტის ჩანაწერითაც, რომელიც ამჯერად უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გადაყვანის ასევე ძალადობრივ მცდელობას.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი