
"რეზოლუციის ტექსტი დაცლილია ყოველგარი პოპულისტული თუ პროვოკაციული რიტორიკისგან" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე საუბრობს და იმ რეზოლუციას ეხმაურება, სადაც "ოცნებამ" ოკუპანტი რუსეთი საერთოდ არ ახსენა.
რეზოლუციის ტექსტი, რომელსაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს პარლამენტი მიიღებს, დაცლილია ყოველგარი პოპულისტული თუ პროვოკაციული რიტორიკისგან. ამის დრო აქ ნამდვილად არ არის. რუსეთის ინტერესების გატარებას, ამ შემთხვევაში და პროვოკაციური რიტორიკის მათ წისქვილზე წყლის დასხმის მცდელობას, მე თქვენ ვერ აგიკრძალავთ. მათ, საბოლოო ჯამში, ამას მხარი უნდა დაუჭირონ. იმიტომ რომ, აქ არის თითოეული სიტყვა გაზომილი და არც ერთი ფრაზა არ არსებობს, რაც შეიძლება იყოს სადაო. აქედან გამომდინარე, შეიძლება შემდგომში დაუჭირონ მხარი და შეცვალონ პოზიცია, - თქვა მდინარაძემ.
იხილეთ ასევე: