
"ე.წ. დრაფტი გვაქვს ხელთ, ჩავასწორებთ, ზოგს გავიზიარებთ, ზოგს არ გავიზიარებთ, არის დეტალები, რომლებიც პრინციპულ საკითხებს არ წარმოადგენენ და ამ დეტალებზეც შევთანხმდებით ვფიქრობ" - თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
"ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტს, ბუნებრივია, არავის შეუძლია მიუთითოს რომელიმე ქვეყანას, მაგალითად ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება, თუ არა. ის, რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია გარკვეული პრინციპები, ეს რომ გადახედვას არ საჭიროებს, ამ რეზოლუციაზე არ ვსაუბრობ, ვაზუსტებ ვინმემ სხვანაირად რომ არ გაიგოს, სხვა რეზოლუციებზეც რომ იყო საუბარი, სწორედ ამას ვუწოდებ მე პოპულიზმს. როდესაც კონსტიტუციაში წერია რაღაც პრინციპი, მაგ. ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით, ამას რეზოლუციის დონეზე ჩამოტანა აღარ სჭირდება. ასეთ ზოგად პრინციპებზე, ბოლო გამოაკელით, იმიტომ, რომ სხვაზე იყო საუბარი და ეს უბრალოდ არგუმენტისთვის იყო წარმოდგენილი, ჩვენ დღეს შევთანხმდით", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდება, რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი დღეს, დღის ბოლომდე დარეგისტრირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში "ქართული ოცნება" რეზოლუციის საკუთარ ვერსიას გაიტანს.
ცნობისთვის, უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი რეზოლუციის დარეგისტრირების იდეით ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციამ მიმართა. დღეს ამ თემაზე დეპუტატებს შორის კონსულტაციები იმართება.
ამავე თემაზე: