"ზოგიერთი ქართველი პარლამენტარის განცხადებას ყურადღებას არ ვაქცევ" | მარინა კალიურანდის პირველი კომენტარი "ჟან-მონეს დიალოგის" ჩაშლის შემდეგ

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის პირველი კომენტარი "ჟან-მონეს დიალოგის" ჩაშლის შემდეგ - "მთავარ არხთან" საუბრისას ის ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტიდან ვიზიტის სავარაუდო თარიღის დაგეგმვაზე პასუხს ელოდებიან. მისივე თქმით, "ზოგიერთი ქართველი პარლამენტარის განცხადებას ყურადღებას არ აქცევს".

დეკემბერში საქართველოს პარლამენტს და სპიკერს ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ ჩვენი დელეგაცია მზად იყო ჩამოსულიყო. 12 იანვარს თბილისში ვიზიტისთვის ვემზადებოდით, რამდენიმე დღით ადრე მივიღეთ ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, სპიკერს ჩვენთან შეხვედრის დრო არ ჰქონდა. თავმჯდომარესთან შეხვედრის გარეშე ჩვენი ვიზიტი მიზანშეწონილი არ იყო, რადგან ჟან-მონეს ყველა პარტიის წევრების შეკრება მათი ხელმძღვანელებისა და პარლამენტის სპიკერის ერთად შეკრება უნდოდა. პარლამენტის მხრიდან პასუხს ველოდებით, რომ ვიზიტის სავარაუდო თარიღი დავგეგმოთ. საქართველოს მიმართ არამეგობრული განცხადება არასდროს გამივრცელებია. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ქართველი პარლამენტარის განცხადებას ყურადღებას არ ვაქცევ და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ევროპული პარლამენტი მზად არის საქართველოს ნებისმიერ დონეზე ეთანამშრომლოს, - ამბობს კალიურანდი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი