
"რუსეთმა უნდა გამოიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადაn, სადაც ისინი ამ ქვეყნების ნებართვის გარეშეა განლაგებული" - ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
მან პრესკონფერენცია ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამართა და აღნიშნა, რომ ახლა კრიტიკული მომენტის წინაშე დგანან.
"ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთება და ჩავერთოთ რეალურ საუბარში, თუ როგორ უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ, დაწყებული ჰელსინკის საბოლოო აქტით.
[ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები] მოიცავს თითოეული ერის უფლებას აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს იძულების ძალის გამოყენებისგან, აგრესიული რიტორიკის და მოკავშირეებისა და სხვა ერების წინააღმდეგ მიმართული მავნე ქმედებებისგან.
რუსეთმა ასევე უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, სადაც ისინი განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე, და ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში, მათ შორის ნორმანდიის ფორმატში", - განაცხადა მან.
სტოტლემბერგმა განაცხადა, რომ მზად არიან მოისმინონ რუსეთის შეშფოთება და რეალურ საუბაში ჩაერთონ, თუ როგორ უნდა დაიცვან და გააძლიერონ ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები.