რუსთავის მერის მიმართ კრიტიკული კომენტარების გამო, "ოცნების" მხარდამჭერმა აქტივისტს სცემა

გამოქვეყნდა:

თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით რუსთავში - სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოება, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო აქტივისტმა სოციალურ ქსელში რუსთავის მერი გააკრიტიკა, ამან კი "ოცნების" პარტაქტივი გააღიზიანა.

აქტივისტი გიორგი ბალხამიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერი ერეკლე აბზიანიძე ჯერ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შემდეგ კი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა.

დაზარალებულმა პოლიციას საჩივრით მიმართა, რის შემდეგაც თავდამსხმელი მას საცხოვრებელ სახლში მიუვარდა და ოჯახის წევრების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ისევ მიაყენა.

"კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როცა "ინფო რუსთავის" პორტალზე კრიტიკულ კომენტარებს ვწერდი რუსთავის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძესთან დაკავშირებით. ერეკლე აბზიანიძე გამომეხმაურა, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც მე საკადრისი პასუხი გავეცი. 

რუსთავის ციხეებთან ეს პიროვნება თანმხლებ პირთან ერთად დამხვდა, როდესაც ვბრუნდებოდი სახლში და ფიზიკურად გამისწორდა. მითხრა, რომ ეს იმის გამო ხდებოდა, რომ მე კრიტიკულ კომენტარებს ვწერდი "ქართული ოცნების" კანდიდატ, ნინო ლაცაბიძესთან მიმართებით", - ამბობს გიორგი ბალხამიშვილი.

პოლიციამ თავდამსხმელი გამოკითხა, თუმცა არ დაუკავებია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი