ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს მოსახლეობის 83% უჭერს, ნატო-ში 77% - NDI

გამოქვეყნდა:

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას.

  • მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? 

83% ამბობს, რომ მისაღებია, 8% მიუღებელი, 8% - ამბობს რომ არ იცის. 

  • რაც შეეხება ნატოს, ამ შემთხვევაში შედეგები შემდეგია: 

77% ამბობს, რომ მისაღებია, 11%-ისთვის მიუღებელი, 12% ამბობს, რომ არ იცის.

კვლევა 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, ყველა ინტერვიუ სატელეფონო გამოკითხვის
მეთოდით აიღეს, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი