თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ამირან ჯანაშია პატიმრობაში დატოვეს - გირაოს შუამდგომლობას 27 დეპუტატი აწერდა ხელს

გამოქვეყნდა:

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ამირან ჯანაშია პატიმრობაში რჩება. ჯანაშიას უფლებადამცველების განცხადებით, პატიმრობის გირაოთი შეცლის თხოვნით სასამართლოს წინაშე საქართველოს პარლამენტის 27-მა დეპუტატმა იშუამდგომლა, შეთავაზებული იყო 30 ათას ლარიანი გირაო, თუმცა მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ ეს მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

ამირან ჯანაშია ოჯახის განცხადებით, ყოფილ პოლიციელს იარაღი ჩაუდეს.

საქმეში ყველა მოწმე მოქმედი პოლიციელია გარდა იმ ტაქსის მძღოლისა, რომლის მანქანითაც ის თბილისიდან ზუგდიდში გადაადგილდებოდა.

მოწმეც ამბობს, რომ მის მგზავრს, ამირან ჯანაშიას იარაღი არ ჰქონდა და მის თვალწინ ჩაუდეს. 

ოჯახის განცხადებით ამირან ჯანაშია საარჩევნო პროცესებში ოპოზიციის სასარგებლოდ აქტიურად იყო ჩართული და თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკს იარაღი სწორედ ამიტომ ჩაუდეს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი