პარლამენტის შემდეგ, რუსული აგრესიის აღიარება საკრებულოს დეპუტატებსაც გაუჭირდათ. უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში "ქართული ოცნების" წევრებმა აგრსესორ სახელმწიფოზე ერთი სიტყვაც კი არ თქვეს. პასუხი ერთი აქვთ - არ სურთ პროვოკაცია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საკრებულოს შენობიდან დღეს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გადმოფენილი, უკრაინის დროშაც ჩამოხსნეს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ დღეს მმართველი პარტიის მაამებლური პოლიტიკისა და საგარეო კურსის ლუსტრაცია კიდევ ერთხელ მოხდა.
"ქართული ოცნება" და ოპოზიცია მხარდამჭერ მიმართვებს უკრაინას ცალცალკე გადაუგზავნიან.
იხილეთ ასევე: