
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ბაიდენის სატელეფონი საუბარი შედგება. ინფორმაციას გამოცემა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, აშშ-მ რუსეთს წერილობითი პასუხი 26 იანვარს გადასცა. წერილი აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ჯონ სალივანმა ქვეყნის საგარეო უწყებაში თავად მიიტანა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, აშშ-ს თავის პასუხში NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, როგორიცაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღიაობა ახალი წევრების მიმართ, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით, უკან არ დაუხევია.