მოსალოდნელია, ვირუსმა სეზონური გრიპის სახე მიიღოს... შემდეგი შტამი ომიკრონზე გადამდები იქნება | ჯანმოს ექსპერტები

გამოქვეყნდა:

Covid 19-ის შემდეგი ვარიანტი უფრო გადამდები იქნება, ვიდრე ომიკრონია - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ სესიაზე, ექსპერტი მარია ვან კერხოვე საუბრობს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ჯანმო-ს გადაუდებელი პროგრამების დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მოსალოდნელია, რომ ვირუსმა სეზონური გრიპის სახე მიიღოს ან პერიოდული ეპიდემიებით გამოირჩეოდეს. 

თუმცა ექსპერტების თქმით,  ვირუსი კვლავ არაპროგნოზირებადია და რთულია თქმა, როდის და რა სახით დასრულდება პანდემია.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი