საბოლოო უარი კრემლს. ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, მოსკოვმა დასავლეთისგან წერილობითი დოკუმენტი მიიღო, მაგრამ სულ სხვა შინაარსის. შეერთებულ შტატები და NATO რუსეთს საბოლოოდ უდასტურებენ, რომ ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და კრემლის შანტაჟს შედეგი არ ექნება.
მოსკოვი ახლა სახის შენარჩუნებაზე ფიქრობს და აგრესიულ რიტორიკას ინარჩუნებს. ოფიციალურად სერგეი ლავროვმა კვლავ ნატოს გაფართოების შეჩერება მოითხოვა, მაგრამ კრემლს დიპლომატიური ბერკეტები ფაქტობრივად აღარ დარჩა და მხოლოდ უკან დახევა, ან სამხედრო მოქმედებების დაწყება შეუძლია.
უკრაინა და დასავლეთი კი ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ აგრესიისთვის მზად არიან. შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები კიევში სულ უფრო მეტ დახმარებას აგზავნიან და ქვეყნის ხელისუფლებაც სულ უფრო დამაჯერებელი განცხადებებითა და ნაბიჯებით ადასტურებს, რომ კრემლი, აგრესიის შემთხვევაში, საკადრის პასუხს მიიღებს.
პარალელურად დასავლური ალიანსი ცდილობს არ თქვას უარი დიპლომატიაზე, თუმცა რუსულმა დელეგაქციებმა ბოლო რამდენიმე შეხვედრა ფაქტობრივად ჩაშალეს.
იხილეთ ასევე: