მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტაზე Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - BLB

გამოქვეყნდა:

კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია Netflix-ის შუამდგომლობა მის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ინფორმაციას იურიდიული კომპანია BLB ავრცელებს.

"იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში!

მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით", - წერს კომპანია BLB facebook-ზე.

შეგახსენებთ, საქმე ეხება სერიალ "ლაზიერის გამბიტს", სადაც ნონა გაფრინდაშვილზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ​ნონა გაფრინდაშვილის მოთხოვნაა, სერიალიდან მისი კარიერული მიღწევების დამაკნინებელი განცხადება ამოიღონ და კომპანიას ზარალის ანაზღაურება დაევალოს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი