ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ დიდი შანსია, რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ არსებობს "აშკარა შესაძლებლობა", რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. ამის შესახებ მან ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ დიდი შანსია რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას" - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ემილი ჰორნმა.

მისივე თქმით, ბაიდენმა ეს საჯაროდ განაცხადა და ამის შესახებ უკრაინას თვეებია აფრთხილებენ. 

რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს. მიუხედავად ამისა, საზღვართან სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ რუსეთი ელოდება უკრაინაში მიწის გაყინვას, რომ შეძლონ მძიმე ტექნიკით გადაადგილება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი