კასპის ყოფილი მერი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება "ქართული ოცნების" ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს შორის - კასპის საკრებულოს თავმჯდომარეს ყოფილი მერი დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებს.

მანუჩარ მერებაშვილი ამტკიცებს, რომ შმაგი ბეგლარაშვილის უმაღლესი განათლების დოკუმენტი ყალბია.

"შმაგი ბეგლარაშვილს მითითებული აქვს, რომ კონკრეტულ წლებში მან სწავლა დაიწყო ერთ-ერთ უნივერსიტეტში, "თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში" და წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ ამ უნივერსიტეტში განათლების მიღებას ვერ დაიწყებდა, გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტს ამ დროისთვის არ გააჩნდა რეგისტრაციაც კი.

პასუხისმგებლობა მორალურად შეიძლება ბევრ დავაკისრო, მაგრამ პირველ რიგში, მას მოუწევს სამართალდამცავი ორგანოებისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს არის კონკრეტული დანაშაული და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ ადამიანებმა, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღეს", - ამბობს მანუჩარ მერებაშვილი.

ბრალდებებს დუმილით პასუხობს საკრებულოს თავმჯდომარე, მან წარმომადგენლობით ორგანოში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და ჟურნალისტებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი