"ყოველთვის იქნება შესაბამისი რეაგირება" - კალაძე ორხევში ბინების დანგრევაზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახა კალაძე ორხევში, 7 ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის დანგრევასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "სახელმწიფო მიწის მიტაცების და შემდეგ უკანონო მშენებლობის შესაძლებლობას არავის მისცემენ".

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე ყოველთვის "შესაბამისი რეაგირება" ექნებათ.

"ყველანაირი გაფრთხილება მიცემულია, არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო მიწების დატაცება მოხდეს და შემდეგ უკანონო მშენებლობა. თქვენ არაერთი ფაქტი იხილეთ ასეთი, როდესაც ჩვენი მხრიდან იყო შესაბამისი რეაგირება და ყოველთვის იქნება შესაბამისი რეაგირება. 

მითუმეტეს როდესაც ხდება მოკვლევა, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, სინამდვილეში, ეს ადამიანები არიან რომლებიც ფლობენ მიწის ნაკვეთებს რეგიონებში, ეს ადამიანები არიან, რომლებიც ფლობენ ბინებს დედაქალაქში და არაერთი ფაქტი ვიხილეთ ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა, ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება და ყველა უსახლკარო ადამიანი, 400-მდე ასეთი სტატუსის მატარებელი ადამიანი გვყავს დედაქალაქში, უკლებლივ ყველა იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართებით", - ამბობს კახი კალაძემ. 

მისივე თქმით, პროგრამის განხორციელება მომავალი თვიდან დაიწყება. 

ცნობისთვის, დღეს დილიდან ორხევის დასახლებაში მერიამ 7 ოჯახს საცხოვრებელი დაუნგრია. მათი ნაწილი ამბობს, რომ სოციალურად დაუცველია. ადგილზე მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ გაფრთხილებულები იყვნენ, თუმცა მეტი საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ და უწყებებისგან ელოდებიან პასუხს, სად უნდა გაათენონ ღამე. 

ნგრევას ელოდებიან აფრიკის დასახლებაშიც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი