თუ ეს დამოკიდებულია ჩვენზე, მაშინ ომი არ იქნება - ლავროვი

გამოქვეყნდა:

"თუ ეს დამოკიდებულია ჩვენზე, მაშინ ომი არ იქნება" - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ კრემლს ომი არ სურს, "თუმცა საკუთარი ინტერესების უგულებელყოფის უფლებას არავის მისცემს".

როგორც მან აღნიშნა, დიპლომატიური გზები ჯერ რჩება და მორიგი შეხვედრა რუსეთსა და ამერიკას შორის უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.

ამასთან, ლავროვი ამბობს, რომ აშშ-სა და ნატო-ს წერილობითი პასუხები ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით, მოსკოვისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის.

"ახლა ვსწავლობთ პასუხს, რომელიც მივიღეთ. პირველი შეფასებები უკვე გავაჟღერეთ, ის საერთოდ არ გვაკმაყოფილებს მთავარ პრობლემაზე: რატომ არ ასრულებს დასავლეთი თავის ვალდებულებებს უსაფრთხოების შესახებ და უგულებელყოფს ჩვენს ინტერესებს?", - ამბობს ლავროვი.

დღესვე განცხადება გააკეთა ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ. მან თქვა, რომ ომი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარეშე ძალები ბელარუსს ან რუსეთს დაესხმებიან თავს.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი