"დაბალი ღობე ვართ არა? ადვილია გადასახტომად" - უსახლკაროდ დარჩენილი ხალხი ორხევში 

გამოქვეყნდა:

ორხევის დასახლებაში 7 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. უსახლკაროდ დარჩენილები მერიისგან განმარტებას და დახმარებას ელოდებიან და მერთან და სამგორის გამგებელთან შეხვედრას მოითხოვე. ნაწილი გადაყვანილია სასტუმროში, თუმცა დანარჩენებს იანვრის ღამის სავარაუდოდ ღია ცის ქვეშ გათევა მოუწევთ.

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა დღეს დილით მათ სახლები დაუნგრიეს. მერია ამტკიცებს, რომ სოციალურად გაჭირვებულები გააფრთხილა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი მიწას ვერ მიითვისებდნენ. გაფრთხილებას ხალხიც ადასტურებს, თუმცა ამბობენ, რომ სხვა წასასვლელი არ ჰქონდათ და იძულებული იყვნენ იქ ეცხოვრათ.  

მათივე თქმით, წინასაარჩევნოდ მერიისგან მიწის ნაკვეთის დაკანონების დაპირებაც მიიღეს. 

სახლების დანგრევას საკრებულოს ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც მერი კალაძე საკუთარ სამეგობროს უნებართვო მშენებლობების ნებართვებს აძლევს და ჩაფლულია კორუფციულ გარგებებში, ყველაზე დაუცველ მოსახლეობას თავშესაფრებს ართმევს, რადგან მათ მფარველი არ ჰყავს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი