"თავისუფლება მიშას" | წარწერის გამო ენმ-ის ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

გამოქვეყნდა:

"თავისუფლება მესამე პრეზიდენტს" - ამ წარწერის გამო სასამართლოს კიდევ ერთი პოლიტიკური განაჩენის ადრესატი, "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დარეჯან ცხვიტარია გახდა. ის ფოთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი თუნაურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს, რომლის თანახმადაც, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით, 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 

ოპოზიციონერი დეპუტატი წარწერებისთვის "თავისუფლება მიშას" დაჯარიმდა. ცხვიტარიას განცხადებით, მან მესამე პრეიდენტის ტყვეობა პროტესტის ამ ფორმით გამოხატა, ის თავს დამნაშავედ არ თვლის, ჯარიმის გადახდაზე უარს აცხადებს და იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, ის მზად არის პატიმრობისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი