
უკრაინის პრეზიდენტის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილია, რომ უკრაინის პირველი ლედი თავს კარგად გრძნობს, ამულატორიულ მკურნალობას გადის და ოჯახის წევრებისგან დისტანცირებულია.
ჯერჯერობით უცნობია ელენა ზელენსკაიას დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გამოკვლევა ჩაუტარდა ქვეყნის პრეზიდენტს და მის შვილებსაც, თუმცა კოვიდ 19-ზე მათი პასუხი უარყოფითია.