გერმანიასთან ათწლეულების მეგობრობა ეჭვქვეშ დადგა - გიგი კალანდაძე "ოცნებას" სიცრუეში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გიგი კალანდაძე "ქართულ ოცნებას" სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ყოველთვის თავისუფლად გადაადგილდებოდა. მისი თქმით, ინტერპოლის მიერ ძებნილი არასდროს ყოფილა.

გიგი კალანდაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის შესაბამისი სტრუქტურები მოატყუა, როცა უმტკიცებდა, რომ იგი წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

"დარწმუნებული ვარ ამ საქმის პოლიტიკურ საფუძველში. ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსა და გერმანიას შორის იყო პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენებული, ის რამდენიმე ათეული წლის მეგობრობა, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს გერმანიასთან, არის ეჭქვეშ დაყენებული. ამ ქმედებით, გერმანია დარწმუნოდა, რომ ისინი არიან ფალსიფიკატორები", - გიგი კალანდაძე.

ამის შესახებ სტატია გერმანულ გამოცემა "ბილდტშიც" დაიბეჭდა. სტატიის მიხედვით ჟურნალისტებმა ოფიციალური უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დაადგინეს, რომ გენერალი კალანადაძე არასდროს არ ყოფილა ძებნილი. "ქართულ ოცნებაში'' კი აცხადებენ, რომ ეს უსფუძვლო ბრალდებებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი