შეუთანხმებელი რეზოლუცია უკრაინაზე | "ოცნების" პროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება

გამოქვეყნდა:

უკრაინის მხარდამჭერი როზოლუციის პროექტი ინიცირებისთვის დღეს პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე გავა. დოკუმენტის ავტორი "ქართული ოცნებაა" და მას ოპოზიცია მხარს არ უჭერს.

საპარლამენტო ოპოზიციას საკითხზე შეთანხმება და ერთიანი რეზოლუციის მიღება სურდა, თუმცა უმრავლესობასთან კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა. მხარეები რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მნიშვნელოვანია რეზოლუციაში რუსეთიც იყოს ნახსენები, რასაც მმართველი გუნდი არ ეთანხმება. ოპოზიციის აზრით, დღეს ნათლად გამოჩნდება "ქართულო ოცნების'' სახე და არის თუ არა ის პრორუსული ხელისუფლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი