"მოდერნას" ახალმა ვაქცინამ FDA-ის სრული ავტორიზაცია მიიღო

გამოქვეყნდა:

Moderna-ს Covid 19-ის  საწინააღმდეგო ახალმა ვაქცინამ ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოსგან სრული ავტორიზაცია მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მოდერნას მიერ შექმნილი ვაქცინით სახელწოდებით- "სპიკევაქსი" (Spikevax), აცრა 18 წლიდან პირებს შეეძლებათ. ეს უკვე მეორე ვაქცინაა, რომელიც მოდერნამ Covid 19-ის საწინააღმდეგოდ შექმნა.

Moderna's არის მეორე Covid-19 ვაქცინა, რომელმაც მიიღო სრული დამტკიცება FDA-სგან. აგვისტოში მარეგულირებელმა სრული ავტორიზაცია Pfizer-ის ვაქცინასაც მიანიჭა, რომლის გამოყენება 5 წლის ასაკიდან იწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი