
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, 10 თებერვლმადე მთავრობა მზად იქნება რუსეთის წინააღმდეგ "ფართო სპექტრის" სანქციები დააწესოს, რათა შეაჩეროს აგრესია უკრაინის წინააღმდე.
"ეს პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ კანონმდებლობაში, ამოქმედდება 10 თებერვლისთვის, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ფართო სანქციები ფართო კატეგორიებში, რომლებიც რეალურად მიზნად ისახავს ყველას, ვინც სტრატეგიულ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს რუსეთის რეჟიმს", - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, საკითხთან მიმართებაში საკმაოდ მკაფიოა და - "დასამალი არსად იქნება. ჩვენ ამ სანქციებს გამოვიყენებთ შიშის ან კეთილგანწყობის გარეშე".
სანქციებში შეიძლება მოხვდნენ როგორც ინდივიდები, ისე ბიზნესები. ბრიტანეთი ამბობს, რომ ეს შესაძლებლობას მისცემთ მოკავშირეებთან და აშშ-სთან ერთად სწრაფად იმოქმედონ, გაყინონ აქტივები, აკრძალონ მოგზაურობა.