
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს ორშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა ამერიკის ელჩმა რუსეთის წარმომადგენელს მიმართა და უთხრა, რომ ეს საკითხი ეხება არა რუსეთ ამერიკას, არამედ ერთ-ერთი წევრი ქვეყნის უსაფრთხოებასა და მშვიდობას.
ლინდა თომას-გრინფილდმა თავის შენიშვნებში რუსეთი ევროპაში ჯარების მობილიზებაში დაადანაშაულა.
"თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, ვერცერთი ჩვენგანი ვერ იტყვის, რომ ვერ ვხედავდით ამას, და შედეგები საშინელი იქნება", - აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელმა.
რუსეთის წარმომადგენელმა კვლავ უარყო, რომ კრემლი გეგმავს თავდასხმას მის მეზობელზე და თქვა, რომ არ არსებობს რიმე მტკიცებულება, რაც ამ მძიმე ბრალდებებს დაამოწმებს.