სასამართლო განახლდა, რადგან განახლდა პოლიტიკური პროცესი - გიგი უგულავას სასამართლო დაიწყო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად ბრალდებული, გიგი უგულავაც ესწრება. 

სასამართლო დარბაზში იკითხება თბილისის აეროპორტის მესაზღვრე-პატრული, რომელიც უშუალოდ შეესწრო ევროპის ვიცე-ჩემპიონისა და გიგი უგულავას ფიზიკურ დაპირისპირებას.

"სავარაუდოდ განახლდა პროცესი იმიტომ, რომ განახლდა პოლიტიკური პროცესი და ივანიშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელია, რომ ყველა ადამიანისთვის, ვისაც არ მოსწონს ეს რეჟიმი დამოკლეს მახვილივით თავზე ეკიდოს სასამართლო პროცესი. ეს ყველაზე აბსურდული საქმეა 10 წლის განმავლობაში პოლიტიკურ საქმეებს შორის, იმიტომ, რომ მედავებიან ვიცე- ჩემპიონის ცემას, თან აეროპორტში, სადაც ყველაზე დაცული ადგილია. ეს საქმე თავიდან ბოლომდე დავალებით შესრულებულია და ამ ადამიანმა ბევრი ბენეფიტი მიიღო და ამ ფასში შედიოდა ის, რომ უნდა იძახოს, როგორ ვცემე მე ის. თუ პროკურატურა, სასამართლოს მაგას იძახის, ბოლოს მეც დავიჯერებ, რომ ვცემე",- ამბობს გიგი უგულავა. 

უგულავა ამბობს, რომ დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად "გახრწნილია" და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რთული მისახვედრია. დასაკითხ მოწმეთა შორის დარჩენილია დავით პარკაძე.

"დარჩა მეორე ადამიანი - დავით პარკაძე, მისი მეგობარი და ასევე, ძიუდოისტი, რომელიც დაესხა თავს გიორგი გაბაშვილს. თუ მოიყვანენ მას ვნახოთ, რას ილაპარაკებს. ეგ არის ვინც დაიწყო ყველაფერი, მოლაპარაკე ეგ იყო და კუნთი ეს იყო და მერე თვითონ აირივნენ [...] ცუდი ის არის, რომ სპორტსმენებს უტეხენ სახელს ეს ადამიანები",- აღნიშნა უგულავამ. 

ცნობისთვის, თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას ევროპის ჩემპიონ - საბა გავაშელიშვილზე ძალადობას ედავებიან. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა. გოკა გაბაშვილი საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი