"იცოდეთ, რომ ომს გამარჯვებული არ ეყოლება" - გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინის კრიზისზე იმსჯელა

გამოქვეყნდა:

ნიუ იორკში უკრაინის კრიზისზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მწვავე კამათის ფონზე ჩატარდა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ლინდა ტომას გრინვუდმა, კრემლი უკრაინას წინააღდეგ დესტაბილიზაციის შემცველი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც მხარი სხვა გამომსვლელებმაც დაუჭირეს.

"2014 წელს რუსული არმია უკრაინაში, 2008 წელს კი საქართველოში შეიჭრა და ამ დრომდე უარს აცხადებს ამ ქვეყნების ტერიტორიებიდან სამხედროების გაყვანაზე",- თქვა გრინვუდმა.

რუსეთის წარმომადგენელი ამტკიცებდა რომ რუსული ჯარების გადაადგილება რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და სხვა ქვეყნებს უფლება არ აქვთ მისი შეჩერება მოითხოვონ.

უკრაინის საკითხის პარალელურად მომხსენებლებმა, რუსეთს წარსულში მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია შეახსენეს და განაცხადეს, რომ უკრაინის საზღვრებთან ჯარების მობილიზება 2008 წელს საქართველოში შეჭრის სცენარს ძალიან ჰგავს.

"2008 წელს რუსეთი ამტკიცებდა. რომ საქართველოს საზღვრებთან სამშვიდობოებს აგზავნიდა, სინამდვილეში კი დემოკრატიულ ქვეყანაში შეიჭრა. 2014 წელს ყირიმში საკუთარი ძალების არსებობას უარყოფდა, თუმცა რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. დღესაც იმავე სცენარის წინაშე ვართ. რუსეთი აქტიურად ეწევა დეზინფორმაციის კამპანიას, ახორციელებს კიბერშეტევებსა და სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ დესტაბილიზაციის შემცველ ქმედებებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა მხოლოდ რეგიონული შეჭრა არ იქნება. იცოდეთ, რომ ომს გამარჯვებული არ ეყოლება",- თქვა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ჯეიმს კაროუკიმ.

რა განცხადებები კეთდება აშშ-ში იხ. ბმულზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი