"მადლობა პარტნიორებს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინას ჩვენს მაგივრად არავინ დაიცავს" - ზელენსკის გამოსვლა რადაში

გამოქვეყნდა:

მადლობა პარტნიორებს, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ უკრაინას ჩვენს მაგივრად არავინ დაიცავს - ეს განცახდება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელინსკიმ  რადაში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მადლობელია საერთაშორისი პარტნიორებისა და მოკავშირეების, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერენ. სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და პოლიტიკურ ოპონენტებს უკრაინის დასაცავად ერთიანი, მყარი პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, კანადასთან და პოლონეთთან, ასევე თურქეთთან სავაჭრო და საპარტნიორო ალიანსების შექმნაზეც ილაპარაკა.

სესიის დასასრულს უკრაინელმა დეპუტატებმა დარბაზში მოკავშირეების დროშები გამოფინეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი